ბერძენი მფრინავი, რომელმაც ცოლი მოკლა, ბოდიშს იხდის – “ნეტა, შემეძლოს დროის უკან დაბრუნება”

ბერძენი მფრინავი, რომელმაც ბრიტანელი ცოლი, კეროლაინ კრაუჩი მოკლა, მომხდარის გამო ბოდიშს იხდის. ამის შესახებ Express-ი წერს.

“ძალიან დიდი ბოდიში… ნეტა, შემეძლოს დროის უკან დაბრუნება, სამწუხაროდ, არ შემიძლია…”, – განაცხადა ბაბის ანაგნოსტოპულოსმა ჟურნალისტებთან.

ბაბის ანაგნოსტოპულოსმა 20 წლის ცოლის მკვლელობა აღიარა. მან კეროლაინი სახლში გაგუდა, თუმცა, შემდეგ ძაღლი მოკლა და თავი სკამზე მიიბა, რომ შემთხვევა თავდამსხმელების ჩადენილად გაესაღებინა.

ბაბის ანაგნოსტოპულოსმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ მას რაც შეიძლება მოკლევადიანი პატიმრობა უნდა მისცენ, რათა მოახერხოს შვილის ცხოვრებაში დაბრუნება.

ანაგნოსტოპულოსს ბრალად ედება წინასწარგანზრახული მკვლელობა, ცრუ აღიარება და ძარცვის შესახებ პოლიციისთვის ცრუ ჩვენების მიცემა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას სამუდამო პატიმრობა ემუქრება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები