ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წინასწარი კვალიფიკაციის დეპარტამენტმა კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინის Sputnik V-ის ქალაქ უფას საწარმოში დარღვევები გამოავლინა.
ინსპექტირების წინასწარი ანგარიშის თანახმად, გამოვლენილი პრობლემების უმეტესობა უკავშირდება სტერილობასა და გარემოს დაცვას. ჯანმო-მ სულ 7 ქარხნიდან 4 შეამოწმა, ინსპექტირება 31 მაისიდან 4 ივნისის პერიოდში მიმდინარეობდა.
ჯანმო-ს ექსპერტები გამოთქვამენ შეშფოთებას: წარმოებისა და ხარისხის შემოწმების დროს, მიკრობიოლოგიური და ეკოლოგიური მონიტორინგის, მონაცემთა და ტესტების შედეგების მთლიანობასთან დაკავშირებით;
გარემოსდაცვითი მონიტორინგის პროგრამის დანერგვის გამო, რომელიც ვაქცინების ასეპტიური დამუშავებისა და შევსების მონიტორინგის მიზნით შეიქმნა;
ჯვარედინი დაბინძურების თავიდან აცილებისთვის ზომების შემოღებით;
შევსების ხაზებზე აუცილებელი სტერილობის დაცვით, ასევე პირადი დაცვის საშუალებების ტარების საკითხით ოპერატორების მიერ;
შეშფოთებულები არიან, ასევე, ვაქცინის ფილტრაციის სტერილობასთან დაკავშირებით.
ჯანმო-ს ინსპექციის დასკვნები გადაგზავნილია მწარმოებელთან, ვაქცინის შემქმნელთან და რუსეთის ზედამხედველ ორგანოებში.