ირაკლი ქადაგიშვილი: სახელმწიფო კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს და ოპოზიციას მოვუწოდებ, დატყვევებული ადამიანის ტრაგედიას ნუ გამოიყენებს პოლიტიკური ქულების ჩასაწერად

“სახელმწიფო კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს და ოპოზიციას მოვუწოდებ, დატყვევებული ადამიანის ტრაგედიას ნუ გამოიყენებს პოლიტიკური ქულების ჩასაწერად”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ოკუპანტი ასეთი უკანონო ქმედებებით ცდილობს, ჩვენი საზოგადოების შიგნით დახლეჩისა და დაპირისპირების ელემენტი შემოიტანოს.

„ამ პროცესში სასულიერო პირებიც არიან ჩართულები. ჩვენმა პატრიარქმა რუსეთის პატრიარქს თხოვნით მიმართა. სახელმწიფო მაქსიმალურ სოლიდარობას და კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს. როცა ოკუპანტი ასეთი უკანონო ქმედებებით ცდილობს, ჩვენი საზოგადოების შიგნით დახლეჩისა და დაპირისპირების ელემენტი შემოიტანოს, არ უნდა შევუწყოთ ამ მიზნების განხორციელებაში ხელი და ერთიანები უნდა ვიყოთ. ოპოზიციას მოვუწოდებ, დატყვევებული ადამიანის ტრაგედიას ნუ გამოიყენებს პოლიტიკური ქულების ჩასაწერად, რადგან ეს არის აგრესიის განგრძობითი შედეგი და ამის წინააღმდეგ ბრძოლა არ არის ადვილი“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები