„ბიზნესი არასდროს მიწარმოებია, მით უფრო, სამშენებლო ბიზნესთან რა ხელი მაქვს?“ – დეკანოზი ვლადიმერ ვახტანგაძე „TV პირველს“ ცილისწამებაში ადანაშაულებს

დეკანოზი ვლადიმერ ვახტანგაძე „TV პირველს“ ცილისწამებაში ადანაშაულებს და ტელეკომპანიისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს. ამის შესახებ დეკანოზმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

დეკანოზის თქმით, ტელეკომპანიამ მისი მისამართით ცრუ ბრალდებები გააჟღერა, რომლის თანახმადაც, თითქოს, დეკანოზი სამშენებლო ბიზნესშია ჩართული და მისი საქმიანობის გამო მოქალაქეები დაზარალდნენ.

მისი თქმით, ტელეკომპანიის მიერ მომზადებულ სიუჟეტში ნათქვამი იყო, რომ მღვდელმა თავისი კუთვნილი ტერიტორია სამშენებლო კომპანიას მიჰყიდა, რომელსაც კორპუსი უნდა აეშენებინა და ბინები გაეყიდა, შემდეგ კი ამ კომპანიას მიწა წაართვა და სხვა კომპანიაზე გადაყიდა. სიუჟეტში საუბარი იყო იმაზე, რომ ამ სქემის გამო კონკრეტული მოქალაქეები დაზარალდნენ – რომლებმაც მშენებარე კორპუსში ბინები იყიდეს, შემდეგ კი, მღვდლის აღნიშნული გადაწყვეტილების გამო, ქუჩაში დარჩნენ.

დეკანოზის თქმით,  მოქალაქეებმა, რომლებიც აცხადებენ, რომ დაზარალებულები არიან, საკუთრების ფლობის დამადასტურებელი ვერანაირი დოკუმენტი ვერ წარმოადგინეს.

„გასულ შაბათს „TV პირველის“ ეთერში გავიდა გადაცემა „ნოდარ მელაძის შაბათი“, სადაც ერთერთი სიუჟეტი მეძღვნებოდა მე, თითქოს, როგორც ისინი ამბობენ, ჩემს ბურუსით მოცულ გადაწყვეტილებებსა და კონკრეტული ადამიანების დაზარალებას. ავტორი გახლდათ ჟურნალისტი ეკო მაღრაძე. მინდა, ეს ცილისმწამებლური რეპორტაჟი დეტალურად განვიხილოთ.
ჟურნალისტი აცხადებს და ეს, როგორც ჩანს, ამ ტელეკომპანიის სტილია: ნებისმიერ სასულიერო პირზე, ვისზეც  უნდა გააკეთონ რეპორტაჟები, ამბობენ, რომ ის არის გავლენიანი. არ ვიცი, ვის რა გავლენა აქვს. მე გავლენიანი სასულიერო პირი ნამდვილად არ გახლავართ. ამასთან ერთად, პედალირებდნენ ჩემს წოდებაზე, აცხადებდნენ, რომ მე ვარ ოქროს ჯვრის ტარების უფლებით. ეს მარტივი ტრიუკი იყო ოქრო, ძვირფასეულობა გარკვეულ ფინასნურ კეთილდღეობასთან ასოცირდება და ამიტომ ახსენებდნენ ამას. განვმარტავ, რომ ოქროს ჯვრის უფლება ყველაზე დაბალი ჩინია. მე გახლავართ ერთერთი ყველაზე დაბალი ჩინის სამღვდელო პირი. ეს ერთერთი დაბალი წოდებაა.

„დეველოპერული ბიზნესით დაკავებული“ – ასე მიწოდებს სიუჟეტის ავტორი. არ არსებობს არცერთი დოკუმენტი მეწარმეთა რეესტრში ან სადმე სხვაგან, სადაც ჩემი სამეწარმეო საქმიანობა ოდესმე დადასტურებული ყოფილიყოს.
არასდროს მიწარმოებია არანაირი ბიზნესი, არც მეწილე, არც ირიბად მონაწილე რაიმე ბიზნესში არ ვყოფილვარ. ავტორი ბრძანებს: სასულიერო პირი სამშენებლო ბიზნესშიო. მით უფრო, სამშენებლო ბიზნესთან რა ხელი მაქვს? რაც იყო, განგიმარტავთ. ბატონი ნოდარი ბრძანებს, რომ დეკანოზმა გადაწყვიტა, სასულიერო მოღვაწეობის პარალალურად ბიზნესი ჰქონოდა. ბატონი ჟურნალისტის მხრიდან ეს ბინძური ცილისწამებაა. ბუნებაში მსგავს ვერაფერს  ნახავს. არასდროს სამშნებელო ბიზნესთან შეხება არ მქონია.
ჟურნალსიტი აცხადებს, რომ მე, თითქოს, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები არ მომეწონა და თითქოს შპს „ალფას ბგ-ს“ ჩემი მიწის ნაკვეთი წავართვი. სინამდვილეში კი რა მოხდა: მე შპს „ალფას ბგ-ს“ 130 000 დოლარად ჩემი ეზო, სახლი, კარ-მიდამო მივყიდე. კომპანიამ ეს თანხა არ გადამიხადა. ჩემი მოთხოვნის მიუხედავად, თვეების მანძილზე არ იხდიდა. შემდეგ მხარეები შევთანხმდით შემდეგზე, რომ დავიბრუნებდი ჩემს მიწის ნაკვეთს და ამით ჩვენი ხელშეკრულება შეწყდებოდა. როცა სიუჟეტის ავტორი აცხადებს, კომპანიას უნდა აეშენებინა კორპუსი და გაეყიდა ბინებიო, ამ შემთხვვეაში, მე ეს არ მეხებოდა. ჟურნალისტი ამბობს, სასულიერო პირმა ვადის ამოწურვამდე გაწყვიტა ხელშეკრულებაო. ეს ბრალდებაა, როგორ შეიძლებოდა მე ცალმხრივად მიმეღო გადაწყვეტილება? ცალმხრივად გამეწყვიტა ხელშეკრულება?“, – განაცხადა დეკანოზმა.

მისივე თქმით, სიუჟეტში ვერცერთი საბუთი ვერ იქნა წარმოდგენილი, რომელიც მის არაკანონიერი ქმედებებს დაადასტურებდა.

„მეტი დრამატიზებისთვის მიდიოდა კადრი, სადაც ერთერთ ქალბატონს რაღაც დოკუმენტაცია უჭირავს ხელში, ჟურნალისტი კი აცხდებდა, ხალხი ეძებს მღვდლის თაღლითურ სქემას, დადგინეს და იჩივლეს კიდეც. ესეც ბრალდებაა: თაღლითობა სისხლის სამართლის კატეგორიის დანაშაულია. მათ შეიტანეს საჩივარი, მაგრამ გამოძიებამ ვერაფერი დაადგინა და ამით დასრულდა გამოძიება. სიუჟეტში ვერცერთი დოკუმენტი, ვერცერთი საბუთი ვერ იქნა წარმოდგენილი, რომლითაც ჩემი რაიმე სახის არაკანონიერი ქმედება დადასტურდებოდა.
მღვდელმა უფრო სარფიანი შემოთავაზება მიიღო, მიწა უკან წაართვა კომპანიას და უფრო სარფიანი პირობებით სხვა კომპანიაზე გადაყიდაო – ამბობს ჟურნალისტი.
მე კომპანიასთან ურთიერთობა შევწვიტე ოქტობერში, ხოლო შსს „ბი ემ ჯი დეველოპმენტთან“ ხელშკერულება თებერვლის შუა რიცხვებში გავაფორმე. ვკითხულობ: თუ უფრო სარფიანი შემოთავაზება მივიღე, მაშინ ეს 4, 5 თვე რას ველოდებოდი?
ჟურნალისტი ამბობს, დეკანოზმა გადაწყვეტილება ისე მიიღო, რომ მომავალი მობინადრეების ინტერესები არ გაუთვალსიწინებიაო. ადამიანები, რომლებიც ამ სიუჟეტში ჩანდნენ, აცხადებდნენ , რომ ისინი ვიღაცამ დააზარალა. ვინ დააზარალა? თუ ისინი ჩემს მიწის ნაკვეთზე ნამდვილად რაიმეს მფლობელები იყვნენ, მაშინ რატომ ვერ წარმოადგინეს საჯარო რეესტრიდან ამოწერილი, ამის დამადასტურებელი დოკუმენტი? ან წასულიყვნენ და რომელიმე სანოტარო ბიუროში დაერეგისტირებინათ. არავის ასეთი დოკუმენტი არ წარმოუდგენია“, – აცხადებს დეკანოზი.

მისივე თქმით, ჟურნალისტების მიზანი იყო, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისათვის ლაქა მოეცხოთ.

„ჩემი აზრით, მათი სურვილი იყო, კიდევ ერთი სასულიერო პირი არამართებულ ქმედებებში „ემხილებინათ“ და ამით, გარკვეულწილად, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისათვის ლაქა მოეცხოთ, რაც სრული კრახით დასრულდა.
ჩვენ კიდევ ერთხელ გავივლით იურისტებთან კონსულტაციას. რაც ეხება ტელეკომპანია „TV პირველს“ – მოვუწოდებთ, იმავე სიჯარო სივრცეში მოიხადონ ბოდიში. ამ ქვეყნის მოსახლეობისთვის სამღვდელო პირის წოდება მეტად პატივსაცემია, ისინი ცდილობენ, ჩრდილი მიაყენონ მართლამდიდებელი ეკლესიის ერთერთ სასულიერო პირს. მოიხადონ ბოდიში ელესიის წინაშე“, – განაცხადა დეკანოზმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები