კიევში, უკრაინის პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ოფიციალური დახვედრის ცერემონია გაიმართა.
დახვედრის ცერემონიაზე შესრულდა საქართველოს და უკრაინის სახელმწიფო ჰიმნები.
უკრაინის და საქართველოს პრეზიდენტებმა ერთმანეთს სახელმწიფო დელეგაციები წარუდგინეს.