პარლამენტის ბიურომ პოლიტიკური ჯგუფი „გირჩი” დაარეგისტრირა
პარლამენტის ბიურომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფ „გირჩის” რეგისტრაციის თაობაზე.
ამის საფუძველი გახდა ბიუროსადმი წარდგენილი საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა.