ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევრების დასკვნით, AstraZeneca-ს ვაქცინა ეფექტურია ინდოეთში გამოვლენილი, კორონავირუსის Delta და Kappa-ს შტამების წინააღმდეგ.
ამის შესახებ Reuters-ი წერს.
მეცნიერებმა შეისწავლეს, როგორ ანადგურებს “დელტა” და “კაპპა” ვარიანტებს ვაქცინირებული ადამიანების სისხლში არსებული მონოკლონური ანტისხეულები.
გასულ კვირას ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ Pfizer-ისა და AstraZeneca- ს ვაქცინები “დელტას” ვარიანტისგან ჰოსპიტალიზაციის არიდებას 90% -ით უზრუნველყოფს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარმა მეცნიერმა გასულ კვირას განაცხადა, რომ კოვიდ19-ის “დელტას”ვარიანტი მსოფლიოში დომინანტური ხდება.