სოხუმში, სანაპიროზე მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ოკუპირებულ აფხაზეთში, სოხუმში, მაიაკის რაიონის მახლობლად, ზღვის სანაპიროზე მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

როგორც ე.წ. სამაშველო სამსახურში აცხადებენ, ე.წ. უწყებაში თვითმხილველებმა დარეკეს, რომლებმაც ცხედარი აღმოაჩინეს.

ვარაუდობენ, რომ გარდაცვლილი ადგილობრივი მცხოვრებია, თუმცა, მისი ვინაობა ჯერჯერობით დადგენილი არ არის.

მამაკაცის ცხედარი ექსპერტიზაზეა გადაყვანილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები