ჯანმო: ბოლო ერთ კვირაში მსოფლიოში ინფიცირების მაჩვენებელი 6%-ით, ხოლო ლეტალობა 12%-ით არის შემცირებული

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემით, 14 – 20 ივნისის პერიოდში, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 2 520 684 შემთხვევა გამოვლინდა, რაც 7-13 ივნისთან შედარებით 6%-ით ნაკლებია.

ასევე, ბოლო ერთ კვირაში მსოფლიოში ვირუსს 64 075 პაციენტი შეეწირა, რაც 7-13 ივნისის პერიოდთან შედარებით 12%-ით ნაკლებია.

ჯამში, პანდემიის დაწყებიდან მსოფლიოში ინფიცირების 177 866 160, ხოლო გარდაცვალების 3 857 974 შემთხვევაა.

ჯანმო-ს ბიულეტენში აღინიშნება, რომ გასულ კვირას ინფიცირების მაჩვენებელი შემცირებულია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში 21%-ით და ევროპაში 6%-ით. ამასთანავე, გაზრდილია აფრიკაში 39%-ით და აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვაში 2%-ით.

სიკვიდილიანობა გაზრდილია აფრიკაში 38%-ით და აღმოსავლეთ ხმელშთაშუაზღვაში 2%-ით; თუმცა, შემცირებულია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში 26%-ით; ევროპაში 12%-ით და დასავლეთ-წყნარი ოკეანის რეგიონში 9%-ით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები