კარლ ჰარცელი ევროკავშირის მიერ გაწეული მხარდაჭერის წარმოსაჩენად გორსა და წყალტუბოს ეწვევა

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი 23 ივნისს საქართველოს რეგიონებისათვის ევროკავშირის მიერ გაწეული მხარდაჭერის წარმოსაჩენად გორსა და წყალტუბოს ეწვევა.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში ელჩი ჰარცელი ხორბლის ნაკვეთს მოინახულებს. ევროკავშირმა და გაერო-ს სოფლის მეურნეობისა და სურსათის ორგანიზაციამ (FAO) ფერმერ გელა გონიაშვილს გადასცეს ტექნიკა და ჩაუტარეს შესაბამისი ტრენინგი მის საკუთრებაში არსებული 5 ჰა ფართობის ნაკვეთზე მიწის ნულოვანი დამუშავების მეთოდით ხორბლის მოსაყვანად. ეს მეთოდი ბევრად ეკონომიურია, უკეთესია გარემოსათვის და იძლევა ტრადიციული მეთოდით მოყვანილის ანალოგიურ ან უკეთესი ხარისხის ხორბალს. ელჩი ჰარცელი შეხვდება ფერმერ გელა გონაშვილს და დაათვალიერებს ხორბლის ნაკვეთს.

ელჩი ჰარცელი ესტუმრება წყალტუბოს და შეხვდება ევროკავშირის მხარდაჭერით შექმნილ წყალტუბოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფს. ადგილობრივი განვითარების ჯგუფი აერთიანებს ადგილობრივი თემის წარმომადგენლებს, ადგილობრივი პრიორიტეტების განსაზღვრისა და აღნიშნული პრიორიტეტების შესაბამისი ინიციატივებისათვის დაფინანსების განაწილების მიზნით.

ელჩი ასევე შეხვდება წყალტუბოს განვითარების ჯგუფის მიერ შერჩეულ და ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ ადგილობრივ განვითარების ინიციატივებს, რომლებიც წარმოადგენენ თავიანთ პროდუქციას: თაფლი, ღვინო, პური, ბატიკური რეწვა და სხვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები