გიორგი ვაშაძე: პენსიონერებსაც გაუიაფდებათ სესხის პროცენტი და ყველა საქმეს ბოლომდე მივიყვანთ
“კახა კალაძემ 43 მილიონი ამოუღო ჯიბიდან მძღოლებს, დისპეტჩერებს, მოიჯარეებს, ამ თემას აუცილებლად ბოლომდე მივიყვანთ”, – ამის შესახებ ,,სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პარლამენტში განაცხადა.
მისი თქმით, არცერთ საქმეს შუა გზაში არ დატოვებენ.
„ყვითელი ,,მარშრუტკებიდან” ლურჯ ,,მარშრუტკებზე” გადასვლის პროცესში კახა კალაძემ 43 მილიონი ამოუღო ჯიბიდან მძღოლებს, დისპეტჩერებს, მოიჯარეებს და მშიერი დატოვა ხალხი. აქციაც გვქონდა და ამ თემას აუცილებლად ბოლომდე მივიყვანთ.
არცერთ საქმეს შუა გზაში არ დავტოვებთ და ყველა საქმეს მივიყვანთ ბოლომდე – პენსიონერებსაც გაუიაფდებათ სესხის პროცენტი, სამარშრუტო ტაქსებზეც აღდგება სამართლიანობა და ადამიანები, რომლებმაც ეს სამარშრუტო ტაქსები განავითარეს, დაბრუნდებიან“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.