ამირან სალუქვაძე: ორი საკითხი, რომლებსაც რამდენიმე წელია ვაყენებ, ორივე, ამ მოკლე პერიოდში, როგორც იქნა დღის წესრიგში დადგა, გადაწყდა
ორი საკითხი, რომლებსაც რამდენიმე წელია ვაყენებ, ორივე, ამ მოკლე პერიოდში, როგორც იქნა დღის წესრიგში დადგა, გადაწყდა. 10-წლიანი გეგმა და დეოკუპაციის სტრატეგია, ჯერ ეს ორი თემაა, რაც პრემიერმა გააჟღერა. იმედია სხვა სტრატეგიული დოკუმენტებიც, მათ შორის უსაფრთხოების კონცეფცია, დაიძვრება, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, ამირან სალუქვაძე წერს.
იგი პარტიებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, რომ მიუხედავად მათი განსხვავებული ხედვებისა, ვისაც დეოკუპაციის საკითხი აღელვებს, აქტიურად ჩაერთონ მუშაობაში მმართველ პარტიასთან ერთად, რადგან ეს ზეპარტიული ინტერესია.
“მითხარით აბა რატომ არ უნდა გამოვხატო საჯაროდ მადლობა?! ორი საკითხი, რომლებსაც რამდენიმე წელია ვაყენებ, ორთავე, ამ მოკლე პერიოდში, როგორც იქნა დღის წესრიგში დადგა, გადაწყდა.
პირველია დეოკუპაციის სტრატეგიის შემუშავება.
დღეს გაჟღერდა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, დეოკუპაციის სტრატერგიის შესამუშავებლად სახელმწიფო კომისია შეიქმნება. ამ კომისიაში კი არავინ ჩამსვამს, მაგრამ მთავრია მუშაობა დაიწყება და წლის ბოლომდე ასეთი სტრატეგია დაიდება. ჩემს მოსაზრებებს, თუ როგორ უნდა წარიმართოს, ამ ეტაპზე არ გამოვთქვამ.
მეორეა პარტიების შეთანხმება საგარეო კურსთან დაკავშირებით. ამ თემაზეც მემორანდუმი გაფორმდა.
წაიკითხეთ ფოტო ასლი. ეს გადაცემა 12 მარტსაა ჩაწერილი. მანამდეც ბევრჯერ მითქვამს. ყველა პარტიას მოვუწოდებ, მიუხედავად მათი განსხვავებული ხედვებისა, ამ თემასთან დაკავშირებით, ვისაც ეს დეოკუპაციის საკითხი აღელვებს, აქტიურად ჩაერთონ მუშაობაში მმართველ პარტიასთან ერთად, რადგან ეს ზეპარტიული ინტერესია. 10-წლიანი გეგმა, დეოკუპაციის სტრატეგია, ჯერ ეს ორი თემაა, რაც პრემიერმა გააჟღერა. იმედია სხვა სტრატეგიული დოკუმენტებიც, მათ შორის უსაფრთხოების კონცეფცია, დაიძვრება”, – აღნიშნავს სალუქვაძე.
