გიორგი ვაშაძე: „ნაცებმა“ მიხედონ თავის საქმეს, 9 წლის განმავლობაში ყველა არჩევნებში ვინც დამარცხდა, არის „ნაცმოძრაობა“

“9 წლის განმავლობაში ყველა არჩევნებში ვინც დამარცხდა, არის „ნაცმოძრაობა“, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ამის მიზეზი ის არის, რომ ,,ნაციონალური მოძრაობა” ერთი და იმავე სტრატეგიით მოქმედებს.

„ოპოზიციამ, რომელიც დღეს პარლამენტში შარლ მიშელის დოკუმენტს ვასრულებთ, უნდა ვითანამშრომლოთ. „ნაცებმა“ მიხედონ თავის საქმეს. 9 წლის განმავლობაში ყველა არჩევნებში მთავარი ვინც დამარცხდა, არის „ნაციონალური მოძრაობა“ იმიტომ, რომ ერთი და იმავე სტრატეგიით ურტყამენ კედელს თავს. ვერ აჩერებენ მიშას“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები