პირდაპირ ეთერში თენგიზ ცერცვაძესთან დაპირისპირების შემდეგ, ზურაბ ჯაფარიძე ბოდიშს იხდის

ტელეკომპანია “რუსთავი ორის” პირდაპირ ეთერში თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურ დირექტორთან, თენგიზ ცერცვაძესთან დაპირისპირების შემდეგ, პარტია “გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე ბოდიშს იხდის.

“წყობიდან გამოვედი, მიუხედავად იმისა, რომ მთელი დღე საკუთარ თავს ვამზადებდი, ეგ არ დამმართნოდა.

და ეს არ არის ბოლო პერიოდში პირველი შემთხვევა.

ნერვები აღარ მივარგა i guess.

ბოდიში ყველასთან, მათ შორის, ოპონენტსა და წამყვანთან”, – წერს ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

ზურაბ ჯაფარიძემ “დღის კურიერის” ეთერში თენგიზ ცერცვაძე დაწესებული შეზღუდვების გამო გააკრიტიკა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები