დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი ახალ თემატურ მოკვლევებს იწყებს
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი თემატურ მოკვლევას იწყებს ორი მიმართულებით: „პირდაპირი უცხოური ინვესტიციები – გამოწვევები და განვითარების პერსპექტივები” და „თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებიდან მიღებული სარგებლის, არსებული სიტუაციის და სამომავლო განვითარების პერსპექტივები”, – ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
„საქართველოს ბევრ ქვეყანასთან აქვს გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება. მნიშვნელოვანია გარკვევა, როგორ შეიძლება ამის კაპიტალიზაცია მოახდინოს ქვეყანამ და შესაბამისად როგორ გამოიყენოს ეს შესაძლებლობა, რომ ამით შექმნას კონკურენტული უპირატესობა სხვა ქვეყნებთან მიმართებით”, – განცხადა დავით სონღულაშვილმა კომიტეტის სხდომაზე.