საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ პაატა მანჯგალაძე აირჩიეს
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ ოპოზიციის კვოტით პაატა მანჯგალაძე აირჩია, – ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, აღნიშნულ თანამდებობაზე ოპოზიციის მხრიდან ორი კანდიდატურა იყო წარმოდგენილი, ნიკა მაჭუტაძე – ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია” და პაატა მანჯგალაძე – ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი”.
ნიკა მაჭუტაძემ თავისი კანდიდატურა პაატა მანჯგალაძის სასარგებლოდ მოხსნა. კომიტეტმა პაატა მანჯგალაძის კანდიდატურას დაუჭირა მხარი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე, – აღნიშნულია ინფორმაციაში.