ირაკლი კობახიძე: კონსტიტუციაში ჩავწერეთ, რომ 50 დეპუტატს დამოუკიდებლად შეუძლია კომისიის შექმნა

“ჩვენ კონსტიტუციაში ჩავწერეთ, რომ 50 დეპუტატს დამოუკიდებლად შეუძლია კომისიის შექმნა”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, კომისიის მუშაობაში უმრავლესობაც ჩაერთვება.

„ჩვენ კონსტიტუციაში ჩავწერეთ, რომ 50 დეპუტატს დამოუკიდებლად შეუძლია კომისიის შექმნა. ეს არის მათი უფლება და შეუძლიათ, კომისია შექმნან. ამ კომისიის მუშაობაში უმრავლესობაც ჩაერთვება. ნებისმიერი საგამოძიებო კომისიის მუშაობაში ჩავერთვებით. ყველას შეუძლია ყველაფრის შესწავლა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები