ირაკლი კობახიძე: ოპოზიციამ თამარ ჟვანიას ბოდიში უნდა მოუხადოს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიციამ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას ბოდიში უნდა მოუხადოს
„ჩვენი პოზიცია მარტივია – ოპოზიციამ თამარ ჟვანიას ბოდიში უნდა მოუხადოს, რასაც თამარ ჟვანიასა და მთელს საარჩევნო ადმინისტრაციას აბრალებდნენ, ვერ დაამტკიცეს, ბუნებრივია, ასეთ დროს ბოდიში უნდა მოიხადო, თუ ღირსება გაქვს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.