იაგო ხვიჩია: როდესაც ცესკო-ს თავმჯდომარეს აქვს რეპუტაციური ზიანი, ეს არჩევნების მიმართ ნდობაზე აისახება

„გირჩის“ წევრის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას მიერ არჩევნების ჩატარება არა მხოლოდ ოპოზიციისთვის, არამედ ხელისუფლებისთვისაც არანაკლებად პრობლემური უნდა იყოს.

„თამარ ჟვანიას მიერ არჩევნების ჩატარება მხოლოდ ოპოზიციისთვის არ უნდა იყოს პრობლემური, ეს ხელისუფლებისთვისაც არანაკლებად პრობლემურია. როდესაც ცესკო-ს თავმჯდომარეს, რომლის დანიშვნაზეც შენ ხარ პასუხისმგებელი, აქვს რეპუტაციური ზიანი, ეს არჩევნების მიმართ ნდობაზე აისახება“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები