მეუფე გრიგოლი: ის, რაც მეუფე იაკობმა აღასრულა, მეუფე სპირიდონს რომ გაეკეთებინა, ალბათ, უკეთესი იქნებოდა და არ გახდებოდა მსოფლიოს სალაპარაკო

“მე იმას ვფიქრობ, რომ ის, რაც მეუფე იაკობმა აღასრულა, ეს რომ მეუფე სპირიდონს გაეკეთებინა, ალბათ, უკეთესი იქნებოდა”, – ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, შეცდომა ნებისმიერ ინსტიტუციაში შეიძლება მოხდეს და ამისი დროული იდენტიფიცირება აუცილებელია.

“მე იმას ვფიქრობ, რომ ის რაც მეუფე იაკობმა აღასრულა, ეს რომ მეუფე სპირიდონს გაეკეთებინა, ალბათ, უკეთესი იქნებოდა და არ გახდებოდა მსოფლიოს სალაპარაკო ეს პრობლემები, რომლებიც ალბათ არის. არ მეგულება ინსტიტუცია, სადაც არ იყოს პრობლემა და სირთულე, უბრალოდ ამას სჭირდება თვალის გასწორება, დაძლევა, გადალახვა, ამას სჭირდება აღიარება, იდენტიფიკაცია იმ პრობლემებისა, რომელიც შენს ორგანიზმში არის, სხვა გზა ცხოვრების გაგრძელებისა და გადარჩენისა არ არსებობს“, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები