„ქართული ზღაპრები“ ნიჟნი-ნოვგოროდში – ონლაინშეხვედრა ქართველ მხატვართან

ნიჟნი-ნოვგოროდში, გალერეა „ლუნაში“, ქართველი მხატვრის ვახტანგ ჯანიაშვილის პერსონალური გამოფენა – „ქართული ზღაპრები“ მიმდინარეობს. გამოფენა 22 ივნისამდე გაგრძელდება.
გამოფენის ორგანიზატორები არიან: საქართველოს ქალთა საბჭო, საქართველოს ქალთა საბჭოს წარმომადგენლობა ნიჟნი – ნოვგოროდში.
ხსენებულ გამოფენასთან დაკავშირებით, საქართველოს ქალთა საბჭომ „ზუმის“ ფორმატით შეხვედრა გამართა ვახტანგ ჯანიაშვილთან.
– ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ გავეცანით ვახტანგ ჯანიაშვილის შემოქმედებას, რომელიც სამშობლოსგან მოშორებით შესანიშნავ ნამუშევრებს ქმნის, – აღნიშნა შეხვედრისას აფხაზეთის ქალთა საბჭოს თავმჯდომარემ როზა კუხალაშვილმა, – გამოფენა „ქართული ზღაპრები“ მშვენივრად ცხადყოფს ერთ რამეს: იმის მიუხედავად, რომ მხატვარი სამშობლოსგან შორს იმყოფება, მის ქმნილებებში ჩანს, რომ იგი არსადაც არ წასულა, ის აქ არის, ჩვენ გვერდით.
განსაკუთრებული მადლიერება მინდა გამოვხატო ვახტანგ ჯანიაშვილის მეუღლისა და გამოფენის კურატორისადმი ანა ტალანოვასადმი.
შეხვედრას უძღვებოდა საქართველოს ქალთა საბჭოს აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე ქეთევან გაბრუაშვილი.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ: მხატვრები – ჯემალ ბასარია, ვლადიმერ ადვაძე. ხელოვნებათმცოდნეები: იზო მელიქიშვილი, ქეთი ახობაძე.
არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ექსპერტი მაკა თაქთაქისვილი, ჟურნალისტი,მომღერალი, ნაზი სარჯველაძე, ქართულ-უკრაინული კომიტეტის ხელმძღვანელი ქალთა საბჭოში ვალენტინა მარჯანიშვილი, ფილოლოგიის დოქტორი, პოეტი და ჟუნალ „ანეულის“ რედაქტორი თამარ შაიშმელაშვილი, არტმენეჯერი, ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი, სლავური ფილოლოგიისა და და კულტურის კათედრის დოცენტი ანა ტალანოვა,

შვილი – ლუკა ჯანიაშვილი

ვახტანგ ჯანიაშვილის შემოქმედებას გამოეხმაურა არქიტექტორი, დიზაინერი, მკვლევარი, ხოლოვნების დოქტორი, თბილისის სამხატვრო აკადემიის პროფესორი ნოდარ სუმბაძე (მისი შეფასება შეხვედრის პროგრამაში გამოქვეყნდა).
ნახატებს გაეცნო და წერილობით გამოთქვა აზრი  -მხატვარმა, რუსთაველის პრემიის ლაურეატმა, თბილისის საპატიო მოქალაქემ ქეთი მატაბელმა.
ქეთევან გაბრუაშვილმა აღნიშნა, ქალთა საბჭოს ინიციატივით უახლოეს მომავალში საქართველოში ვახტანგ ჯანიაშვილის გამოფენა გაიმართება.
აღსანიშნავია, რომ ვახტანგ ჯანიაშვილი მხატვართა ოჯახიდანაა. მამამისი ბონდო ჯანიაშვილი კარგი მხატვარი იყო. ოჯახის ტრადიციას აგრძელებს შვილი – ლუკა, რომელიც უკვე მრავალი ნახატის ავტორია.
ვახტანგ ჯანიაშვილმა მადლობა გადაუხადა შეხვედრის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს. მხატვარი სამშობლოში დაბრუნებას და შემოქმედებითი მოღვაწეობას გაგრძელებას აქ აპირებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები