ნათია თურნავა: მნიშვნელოვანია, რომ ზრდა იყოს არა უბრალოდ ზრდისთვის, არამედ იყოს ინკლუზიური და აისახოს თითოეული მოქალაქის ჯიბეზე

„მთავარი, რაც შემიძლია, გითხრათ, ეს არის, თუ როგორი ეკონომიკური ზრდა გვექნება ჩვენი რეფორმებისა და ჩვენი ძალისხმევის შედეგად, როგორი იქნება ეკონომიკური ზრდის შედეგად სიღარიბის დაძლევა, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ზრდა იყოს არა უბრალოდ ზრდისთვის, არამედ იყოს ინკლუზიური და აისახოს თითოეული მოქალაქის ჯიბეზე“, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

მისი თქმით, 10-წლიან გეგმაში ეკონომიკის სამინისტროს მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე იქნება – სამინისტროს პროგრამების ახალი პაკეტი, რომლითაც სახელმწიფო მცირე და საშუალო ბიზნესს დაეხმარება.

„პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ახალი პროგრამები გვაქვს დამუშავებული, რომელიც ადგილობრივ წარმოებას შეუწყობს ხელს. დღეს პირველი მოსმენა გაიმართა, წარვდექით ჩვენი კოლეგების წინაშე, შემდეგ ეს პროცესი გაიშლება, ჩავრთავთ საერთაშორისო ექსპერტებს, პარლამენტს და სექტემბრისთვის საბოლოო დოკუმენტი დაიდება. თუმცა, დაველოდოთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლას პარლამენტში, რა დროსაც პირველი მნიშვნელოვანი სიახლე, რაზეც ჩვენ დღეს ვსაუბრობთ, იქნება დაანონსებული და ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი წინსვლა, განსაკუთრებით ადგილობრივი წარმოებისთვის, ექსპორტზე ორიენტირებული წარმოებისთვის და ტურიზმისთვის, მათ შორის აგროტურიზმისთვის“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები