მამუკა მდინარაძე: მოსამართლეების დანიშვნის წესთან დაკავშირებით შარლ მიშელის შეთანხმებით გათვალისწინებული პუნქტები არის შესრულებული

“მოსამართლეების დანიშვნის წესთან დაკავშირებით შარლ მიშელის შეთანხმებით გათვალისწინებული პუნქტები არის შესრულებული და იყო პირობა, რომ ვიდრე არ შესრულდებოდა, მანამდე არ უნდა განახლებულიყო და მართლაც ასე მოხდა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„მინდა, კიდევ ერთხელ დავადასტურო ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის ელჩის მიმართ უდიდესი პატივისცემა. კიდევ ერთხელ მადლობა ამ ადამიანს განსაკუთრებული, რომ მან მიიღო უმნიშვნელოვანესი წვლილი და მონაწილეობა შეიტანა შარლ მიშელის დოკუმენტის შემუშავებაში, შეთანხმებაში და ის იყო დოკუმენტი, რომელიც პრაქტიკულად ამ მოკლევადიან პერიოდში ჩვენ გვაქვს სახელმძღვანელოდ. ამ სახელმძღვანელო დოკუმენტში, შარლ მიშელის შეთანხმებაში წერია, რომ უნდა გაჩერებულიყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნა, ვიდრე არსებული წესი არ შეიცვლებოდა.

პარალელურად, ამ შეთანხმებისა უკვე შეცვლილია არსებული წესი, ეს შეეხება როგორც მოსამართლეთა დანიშვნის და კენჭისყრის ღიაობას, ასევე დასაბუთებას, ქულათა სისტემას და ასევე იყო საუბარი ამ შეთანხმებაში, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად უნდა ყოფილიყო და ეს ყველაფერი გაწერილიყო ვენეციის კომისიაში. აქედან გამომდინარე, ეს პუნქტები, რაც გაწერილი იყო ვენეციის კომისიაში პრაქტიკულად პარალელურ რეჟიმში არის შესრულებული“, – განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები