თეა წულუკიანი არაბული წარწერის დაზიანების ფაქტს გამოეხმაურა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას – კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე განხორციელებულ ვანდალურ ფაქტს გამოეხმაურა.

„მინდა მადლობა გადავუხადო სოციალურ ქსელში გავრცელებული პოსტის ავტორს. მე დილიდან ადგილზე მივავლინე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს თანამშრომლები. აღმოჩნდა, რომ იქ მომხდარი იყო ვანდალიზმის ფაქტი და ამჟამად მიმდინარეობს ნებართვის გაცემის პროცედურები შესაბამის სპეციალისტებზე, რათა აღდგეს პირვანდელი მდგომარეობა და, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ადგილზე შესაბამისი დაცულობის მექანიზმი ისევ დაყენდეს,” – განაცხადა თეა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, რომ დილიდან სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია თბილისში ერთ-ერთი არაბული წარწერის დაზიანებასთან დაკავშირებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები