„მე ვარ ბესო” – ონლაინ კინოჩვენება

19 ივნისს, 22:00 საათზე, ეროვნული კინოცენტრის კინოკლუბში ნაჩვენები იქნება ლაშა ცქვიტინიძის ფილმი – „მე ვარ ბესო”. პროდიუსერი – ნოდარ ნოზაძე.
ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, ფილმის მსოფლიო პრემიერა შედგა სარაევოს საერთაშორისო კინოფესტივალზე.
როლებში: ცოტნე ბარბაქაძე, სოსო ტარყაშვილი, ზაზა სალია, ვიქტორ ბარბაქაძე, დათო მოდებაძე, ლერი ბექაური და სერგო გალსტიანი.
ფილმის ჩვენება გაიმართება ეროვნული კინოცენტრის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე. პირდაპირი ჩვენების ბმული ასევე გაზიარდება ეროვნულ კინოკლუბში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები