“ცოტა ხნით კი გამიფრინდი, მაგრამ ეგ არაფერი, ბოლოს ხომ მაინც ერთად ვიქნებით”, – ამის შესახებ 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ბიძა, ადვოკატი მირიან ნიკოლაძე სოციალურ ქსელში წერს
,,ერთი წელი გიოს გარეშე.
თავისი არყოფნით ყველა შეგცვალა, სულიერად გაგვზარდა,
მადლობა, ჩემო პატარა, ყველაფრისთვის, ცოტა ხნით კი გამიფრინდი, მაგრამ ეგ არაფერი, ბოლოს ხომ მაინც ერთად ვიქნებით”, – წერს მირიან ნიკოლაძე.
ერთი წლის წინ, 2020 წლის 18 ივნისის ღამით 19 წლის ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილი გაუჩინარდა.
19 წლის ფეხბურთელის გაუჩინარების შესახებ ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს მიმართა. ოთხდღიანი ძიების შემდეგ, რომელშიც, ოფიციალური ინფორმაციით, 70 მაშველი იყო ჩართული, 22 ივნისს გიორგი შაქარაშვილი მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.