ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე ორი ქართული ფილმის ჩვენება გაიმართა

ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე 2 ქართული ფილმის ჩვენება შედგა:
ალექსანდრე კობერიძის მხატვრული ფილმი – „რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ” (მთავარი კონკურსი);
სალომე ჯაშის დოკუმენტური ფილმი – „მოთვინიერება” (სექცია ფორუმი);
ამის შესახებ ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს ინფორმაციას.
მარტში „ბერლინალეს“ კინოჩვენებები ფესტივალზე აკრედიტებული სტუმრებისა და კინოკრიტიკოსებისთვის ონლაინ გაიმართა, საზაფხულო გამოშვების ფარგლებში კი მსოფლიოს ერთ-ერთი პრესტიჟული კინოფესტივალის პროგრამას აუდიტორია ფიზიკურად ესწრება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები