ქართველმა სპორტსმენმა, ე.წ. აფხაზური დროშის გამო, თურქეთში შეჯიბრში მონაწილეობაზე უარი თქვა

შერეული საბრძოლო ხელოვნების სპორტსმენმა, ვაჟა მაჭარაშვილმა თურქეთში ქორაი ჯენგიზთან (აცუგბა) შეჯიბრზე უარი თქვა. ამის შესახებ ინფორმაციას News Room Abkhazia ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ამის მიზეზი გახდა მაჭარაშვილის პროტესტი, რადგან აფხაზური წარმოშობის სპორტსმენმა რინგზე აფხაზური ე.წ. დროშა გაიტანა.

ქორაი ჯენგიზი 2014 წლიდან ჭიდაობითა და კიკბოქსით არის დაკავებული, მისი ოჯახი ოკუპირებული აფხაზეთიდანაა. მამა ოზხან ჩენგიზი (აცუგბა) იყო აფხაზეთის შერეული საბრძოლო ხელოვნების კავშირის MMA- ს პრეზიდენტი, თავისუფალ ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონი, საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები