ინდონეზიაში Sinovac-ის ვაქცინით აცრის შემდეგ ასობით მედიკოსი კორონავირუსით დაინფიცირდა, ათობით კლინიკაშია მოთავსებული

კორონავირუსის საწინააღმდეგო “სინოვაკით” ვაქცინით აცრის მიუხედავად, ინდონეზიაში 350-ზე მეტი სამედიცინო მუშაკი კოვიდ19-ით დაინფიცირდა, ათობით საავადმყოფოშია გადაყვანილი.

როგორც კუდუსის რაიონის ჯანდაცვის სამმართველოს ხელმძღვანელმა, ბადაი ისმოიომ თქვა, ინფიცირებულთა უმრავლესობას სიმპტომები არ აღენიშნებოდა და ისინი თვითიზოლაციაში გადავიდნენ, მაგრამ ათობით პირს მაღალი ტემპერატურა და ჰაერის უკმარისობა აღენიშნება.

კუდუსის რაიონში სულ 5 ათასამდე მედიცინის მუშაკია, რომელიც ვირუსის აფეთქებას ებრძვის და საწოლების რაოდენობა 90%-ით არის შევსებული.

Reuters-ი იტყობინება, რომ იმ დროს, როდესაც იანვარში გარდაცვლილი მედიკოსების რიცხვი 158 შეადგენდა და მაისში 13, მზარდი ჰოსპიტალიზაცია შეშფოთებას იწვევს.

მომხდარზე “სინოვაკის” წარმომადგენელთა შეფასება, ჯერჯერობით, უცნობია.

ჯანმო-მ მიმდინარე თვეს საგანგებო მიზნებისთვის “სინოვაკის” ვაქცინის გამოყენებაზე რეკომენდაცია გასცა.

ინდონეზიაში პანდემიის დაწყებიდან სულ 1,9 მილიონი ინფიცირებული აღირიცხა, მათგან 53 ათასი ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის 946 მედიცინის მუშაკია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები