„კულტურული მემკვიდრეობის დაცვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე: საქართველო და საერთაშორისო გამოცდილება“ – საერთაშორისო კონფერენცია

24-25 ივნისს, საერთაშორისო კონფერენცია – „კულტურული მემკვიდრეობის დაცვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე: საქართველო და საერთაშორისო გამოცდილება“ გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, კონფერენცია „ზუმის“ ფორმატით ჩატარდება.
კონფერენციის ორგანიზატორები არიან: გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი; კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი.
პარტნიორები: ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტი; შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები