ინდოეთში “მწვანე ობით” ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

ინდოეთში პირი, რომელმაც კორონავირუსი გადაიტანა,  “მწვანე ობით” დაინფიცირდა.

“მწვანე ობი”, იგივე ასპერგილოზია, რომელსაც Aspergillus-ის ჯიშის სხვადასხვა სოკო იწვევს.

ამის შესახებ Hindustan Times-ი წერს.

ექიმები ამბობენ, რომ ეს “მწვანე ობით” ინფიცირების პირველი შემთხვევაა.

მედიის ინფორმაციით, 34 წლის მამაკაცი თვე-ნახევრის განმავლობაში მკურნალობდა კორონავირუსისგან. ფილტვების 90% -იანი დაზიანების მიუხედავად, მან გამოჯანმრთელება დაიწყო, მაგრამ თავს ისევ ცუდად გრძნობდა. ექიმებს ეჭვი გაუჩნდათ, რომ ის შესაძლოა, “შავი ობით” იყოს ინფიცირებული, მაგრამ ფილტვებსა და სისხლში “მწვანე სოკო” აღმოაჩინეს.

ასპერგილოზი არის ინფექცია, რომელსაც იწვევს Aspergillus ჯიში სოკოები, რომლებიც ბინადრობენ როგორც შენობაში, ისე – გარეთ. ყველაზე გავრცელებულ ფორმებს შორის არის ალერგიული ბრონქოპულმონარული ასპერგილოზი, ასპერგილომა და ფილტვების ინვაზიური ასპერგილოზი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები