პესკოვი: ჟენევის სამიტზე გაფართოებულ შემადგენლობაში ნატო-ში უკრაინის შესვლის საკითხი არ განიხილებოდა

რუსეთისა და შეერთებული შტატების ლიდერების, ვლადიმერ პუტინისა და ჯო ბაიდენის შეხვედრაზე გაფართოებულ ფორმატში ნატო-ში უკრაინის გაწევრიანების თემა არ განიხილებოდა, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

”დანამდვილებით ვერ ვიტყვი, რა ხდებოდა ვიწრო ფორმატში, მაგრამ გაფართოებულ შემადგენლობაში თემა დეტალურად არ განიხილებოდა”, – თქვა პესკოვმა ჟენევაში უკრაინის საკითხის განხილვაზე დასმული კითხვის საპასუხოდ.

ჟენევაში ბაიდენისა და პუტინის სამიტი 16 ივნისს გაიმართა.

14 ივნისს ბრიუსელში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტზე, ნატო-ს წევრი ქვეყნების ლიდერებმა მხარი დაუჭირეს საქართველოსა და უკრაინის უფლებას ალიანსში გაწევრიანების შესახებ, ასევე, განაცხადეს რეფორმების გაგრძელების აუცილებლობაზე, თუმცა, კონკრეტული ვადები არ დაუსახელებიათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები