როგორ შეაფასეს  ამერიკელმა კონგრესმენებმა ბაიდენის ჟენევის სამიტი

აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების სამიტს, რომელიც 16 ივნისს ჟენევაში გაიმართა, ამერიკელი კონგრესმენების შეფასება მოჰყვა.

ჯო ბაიდენი და ვლადიმერ პუტინი​ შეთანხმდნენ, რომ იარაღის კონტროლისა და კიბერუსაფრთხოების საკითხებზე მოლაპარაკებას გამართავენ, თუმცა, თავი შეიკავეს ხანგრძლივი დაპირებებისგან.

როგორც დემოკრატმა კონგრესმენმა, ჯინ შაჰინმა თქვა, “​მოხარული ვიყავი, რომ პრეზიდენტმა ბაიდენმა დღეს ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ ისაუბრა და ნათლად მიანიშნა, რომ მისი ადმინისტრაცია თვალს არ დახუჭავს პუტინის აგრესიაზე. პრეზიდენტმა მტკიცედ განმარტა, რომ მოთამაშეები, რომლებიც პრობლემებს ქმნიან, შედეგებს აწყდებიან და რომ შეერთებული შტატები პასუხისმგებლობას დააკისრებს რუსეთს იმ ქმედებებისთვის, რომლებიც საფრთხეს უქმნის ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებასა და საერთაშორისო სტაბილურობას.”

რესპუბლიკელმა კონგრესმენმა კი ბაიდენი გააკრიტიკა და თქვა, რომ “ძალიან შემაშფოთებელია პრეზიდენტ ბაიდენის განცხადების მოსმენა, რომ პუტინის რეპუტაცია შეილახება, თუ მთელს მსოფლიოში დაიჯერებენ, რომ ის ერევა ჩვენს  ან სხვა ქვეყნების არჩევნებში. ჩემთვის გასაგებია, რომ პუტინს ყველაზე ნაკლებად აწუხებს, თუ როგორ ხედავენ მას სხვა ქვეყნები და, გულწრფელად გითხრათ, მას აქვს რეპუტაცია ადამიანის, რომელის სხვა ქვეყნების საქმეებში წარმატებით ერევა. არანაკლებ შემაშფოთებელი იყო პრეზიდენტ ბაიდენის განცხადება, რომ დისიდენტ ალექსეი ნავალნისთვის მიყენებული შესაძლო ზიანი მთელს მსოფლიოში პუტინის რეპუტაციას შელახავს. ისევ ვფიქრობ, რომ პრეზიდენტი ბაიდენი ცდება იმასთან დაკავშირებით, თუ ვისთან აქვს საქმე”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები