ირაკლი ქადაგიშვილი: ქვეყანაში მოსამართლეების მწვავე დეფიციტია და მოთხოვნა, რაც სასამართლოს მიმართ მოქალაქეებს აქვთ, ისაა, რომ სასამართლო პროცესები წარიმართოს სწრაფად

“ქვეყანაში მოსამართლეების მწვავე დეფიციტია და მოთხოვნა, რაც სასამართლოს მიმართ მოქალაქეებს აქვთ, ისაა, რომ სასამართლო პროცესები წარიმართოს სწრაფად”, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, შარლ მიშელის დოკუმენტში არ წერია, რომ ქვეყანაში მოსამართლეების დანიშვნა უნდა გაჩერდეს.

„შარლ მიშელის დოკუმენტში არ წერია, რომ მოსამართლეების დანიშვნა უნდა გავაჩეროთ, ასეთი ჩანაწერი არ არსებობს. ჩვენ, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების საფუძველზე, მოვახდინეთ ახალი კანონპროექტების ინიცირება და დამატებით ფანჯარა გავხსენით, რათა ყველა მსურველს შესაძლებლობა ჰქონოდა, თავიანთი განცხადებები შემოეტანათ მოსამართლეობასთან დაკავშირებით. შეგვიძლია ვთქვათ, რომ პროცესი ღიაა. ქვეყანაში მოსამართლეების მწვავე დეფიციტია და მოთხოვნა, რაც სასამართლოს მიმართ მოქალაქეებს აქვთ, ისაა, რომ სასამართლო პროცესები წარიმართოს სწრაფად. ამისათვის საჭიროა, სასამართლო რეფორმის პარალელურად, სასამართლო კორპუსის შევსებაც მოხდეს“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დღევანდელ სხდომაზე უზენაეს სასამართლოში დასანიშნი მოსამართლეების კანდიდატებს შეარჩევენ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები