„ერისიონი” – ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფესტივალზე

19 ივნისს, 19:00 საათზე, ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის პირველი საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, ჯ.კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი წარმოადგენს საქართველოს ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლს – „ერისიონი“.
ანსამბლი დაარსდა 1885 წელს. არსებობის 134 წლის მანძილზე ანსამბლმა მიაღწია დიდ წარმატებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით. 1999-2007 წლებში გამოშვებული იქნა საქვეყნოდ ცნობილი შოუპროგრამები: „ქართული ლეგენდა“, „თამარის ლეგენდები“ და „ქარიშხლის ლეგენდები“. ეროვნული ტრადიციების შენარჩუნება და საქართველოს რეგიონებში შექმნილი პროფესიული ხალხური შედევრების დაცვა განაპირობებს ანსამბლის „სამუზეუმო“ სტატუსს.
ფესტივალის პირველი მხარდამჭერია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები