„კოლხური ოდა სახლი“ – სამსონ ლეჟავას ონლაინლექცია
18 ივნისს, 16:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო ცენტრის ორგანიზებით, გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი სამსონ ლეჟავა, გამართავს ონლაინლექციას – „კოლხური ოდა სახლი“.
ეროვნული მუზეუმის ინფორმაციით, ლექცია ეხმაურება ბრიტანეთ-საქართველოს მეგობრობის აღსანიშნავად დაგეგმილ ღონისძიებათა სერიას და ხორციელდება ბრიტანეთის საბჭოს მხარდაჭერით.
ლექციის მოსმენა შესაძლებელი იქნება ZOOM-ის პლატფორმაზე. დასასწრებად, სავალდებულოა რეგისტრაცია: https://bit.ly/3gwvkUj