ჯო ბაიდენი: პუტინს ვუთხარი, რომ ადამიანის უფლებების საკითხი ყოველთვის დღის წესრიგში დგას

პუტინს ვუთხარი, რომ ადამიანის უფლებების საკითხი ყოველთვის დღის წესრიგში დგას, – ამის შესახებ ბაიდენმა ჟენევაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„მე ვუთხარი ვლადიმერ პუტინს, რომ ადამიანის უფლებების საკითხი ყოველთვის დღის წესრიგში დგას. საქმე არ ეხება მხოლოდ იმას, რომ რუსეთს თვალყურს ვადევნებდეთ, როცა ისინი ადამიანის უფლებებს არღვევენ, საქმე ეხება იმას, თუ ვინ ვართ ჩვენ.

მე მას განვუმარტე, რომ გავაგრძელებ საუბარს იმ შემთხვევების წინააღმდეგ, როდესაც ადამიანის უფლებების დარღვევა ხდება. მე მას მივუთითე, რომ ამის გამო ვაპირებთ წამოვწიოთ ჩვენი შეშფოთება ისეთ საქმეებთან დაკავშირებით, როგორიცაა ალექსეი ნავალნი.

მე მას განვუმარტე, რომ ჩვენ გავაგრძელებთ ადამიანის ფუნდამენტური უფლებების პრობლემების წინ წამოწევას, რადგან ეს არის ის, რაც ჩვენ ვართ“, – განაცხადა ბაიდენმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები