ვლადიმერ პუტინი: ამერიკელი და რუსი ელჩები საკუთარი საქმიანობის ადგილებს დაუბრუნდებიან

GENEVA, SWITZERLAND - JUNE 16: Journalists in the nearby media center watch live as Russian President Vladimir Putin speaks during a press conference at a hotel on the property of Villa La Grange on June 16, 2021 in Geneva, Switzerland. Putin and U.S. President Joe Biden met at the villa today in three sessions of bilateral talks. The meeting comes at a time when U.S.-Russian relations are particularly cool. (Photo by Sean Gallup/Getty Images) Journalists watch Russian President Vladimir Putin give a press conference from a media center in Geneva.

შევთანხმდით, რომ ამერიკელი და რუსი ელჩები საკუთარი საქმიანობის ადგილებს დაუბრუნდებიან, – ამის შესახებ  რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

პუტინს ელჩების დაბრუნების კონკრეტული ვადა არ დაუსახელებია.

„რაც შეეხება ელჩების დაბრუნებას საკუთარი საქმიანობის ადგილზე, მოსკოვში ამერიკელი ელჩებისა, ხოლო ვაშინგტონში რუსი ელჩებისა, ჩვენ შევთანხმდით, რომ ეს საკითხი გადაწყვეტილია. ისინი დაუბრუნდებიან საკუთარ საქმიანობის ადგილებს, ხოლო კონკრეტულად როდის, იქნება ეს ხვალ თუ ზეგ, არის წმინდად ტექნიკური ხასიათის საკითხი. ასევე შევთანხმდით, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, დაიწყებენ კონსულტაციებს კომპლექსურად დიპლომატიური კუთხით ურთიერთქმედებებისთვის. აქ არის სასაუბრო, დაგროვდა ბევრი თემა. მგონია, რომ ორივე მხარე, მათ შორის აშშ განწყობილია, რომ იპოვოს გამოსავალი“, – აღნიშნა, პუტინმა.

ცნობისთგვის, აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის პირველი პირისპირ შეხვედრა ჟენევაში შედგა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები