საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის ხელმძღვანელს, მოსამართლე რენატე ვინტერს შეხვდა

საქართველოში ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის დასრულებასთან დაკავშირებით, საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე პროექტის ხელმძღვანელს, მოსამართლე რენატე ვინტერს შეხვდა.

გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას ასევე, საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი და ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩოჩუა ესწრებოდნენ. საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ პროექტის ხელმძღვანელს რენატე ვინტერს ევროკავშირის პროექტის მიერ გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოს და ევროკავშირის თანამშრომლობის ერთ-ერთ პრიორიტეტს საქართველოში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემისა და აღდგენითი მართლმსაჯულების კიდევ უფრო განვითარება წარმოადგენს.
ირაკლი შოთაძემ იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს პროკურატურა ევროკავშირის წარმომადგენლობასთან მჭიდრო თანამშრომლობას ამ მიმართულებებით კვლავაც აქტიურად გააგრძელებს. შეხვედრაზე, საქართველოს პროკურატურისა და ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში განხორციელებული პროექტები და მიღწეული შედეგები განიხილეს.
შეხვედრის მონაწილეებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს ევროკავშირის როლი საქართველოში მართლმსაჯულების სისტემის განვითარების მიმართულებით და მომავალი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები