ეკატერინე ტიკარაძე – ინდურ შტამზე: არ ვვარაუდობთ, რომ გართულებას ადგილი ექნება

“არ ვვარაუდობთ, რომ რამე გართულებას ადგილი ექნება”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ კორონავირუსის ინდურ შტამზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მთავარ იარაღად კვლავ ვაქცინაცია რჩება.

„მნიშვნელოვან იარაღად კვლავ რჩება, პირველ ყოვლისა, ვაქცინაცია, ნიღაბი და სოციალური დისტანცია. მნიშვნელოვანია, დავიცვათ ყველა შემოღებული რეგულაცია. ჩვენ არ ვვარაუდობთ, რომ რამე გართულებას ადგილი ექნება, თუმცა, მნიშვნელოვანია ნებისმიერი სიმპტომის დაფიქსირების შემთხვევაში დროულად მივმართოთ ექიმს და დროულად გავიკეთოთ ტესტი“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

27 მაისს საქართველოში კორონავირუსის ინდური შტამი დაფიქსირდა.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის ინდური შტამის 18 შემთხვევაა დადასტურებული.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები