სლოვენიაში კორონავირუსის დამარცხებაზე ალაპარაკდნენ

სლოვენიის მთავრობამ ქვეყანაში COVID-19-ის დამარცხებაზე განაცხადა.

ამის შესახებ IBNA წერს.

აღინიშნება, რომ ბოლო ერთ დღეში PCR ტესტებმა 112 შემთხვევა დაადასტურა, რაც პოზიტიურობის 4,8% -ს შეადგენს, მაშინ როდესაც ერთი კვირის წინ ეს რიცხვი 7.2%-ს შეადგენდა.

სლოვენიის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა გაუმჯობესდა მათი დამსახურებით, ვინც კორონავირუსულ შეზღუდვებს იცავს და ვაქცინირებულია.

თუმცა, ქვეყანაში იმუნიზაციის პროცესი და გარკვეული შემზღუდავი ზომები შენარჩუნებულია.

“მძიმე 18 თვე იყო. ეპიდემიამ მრავალი სირთულეს წინაშე დაგვაყენა. თანამშრომლობისა და სოლიდარობის წყალობით გადავრჩეთ, მაგრამ ფინიშის ხაზი ჯერ არ გადაგვილახავს”, – განაცხადა ჯანდაცვის სამინისტროს მდივანმა, ფრენკ უინდისჩარდმა.

სლოვენიაში ვაქცინის პირველი დოზა 18 წელს ზემოთ ასაკის 769,248 ადამიანმა მიიღო. ამავდროულად, სრულად აცრილია 551 906 ადამიანი.

სლოვენიის ხელისუფლება აცხადებს, რომ ქვეყანაში ვაქცინების საკმარისი რაოდენობაა, რომ ყველას აცრა მოხერხდეს. ვაქცინაციის ცენტრები ადამიანებს წინასწარი ჩაწერის გარეშე ღებულობენ.

აღსანიშნავია, რომ სლოვენიის მთავრობამ ეპიდემიის დამარცხების შესახებ 2020 წლის 15 მაისსაც განაცხადა, თუმცა, ოქტომბერში კვლავ გამოაცხადა ეპიდემია, დააწესა ე.წ.  კომენდანტის საათი და აკრძალა რეგიონებს შორის გადაადგილება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები