“პირველად ვხედავ ასეთ ბედნიერ ხალხს” – ნიკოლაი ბასკოვმა ოკუპირებულ აფხაზეთში კონცერტი გამართა

რუსმა მომღერალმა, ოკუპირებული აფხაზეთის “კეთილი ნების ელჩმა”, ნიკოლაი ბასკოვმა ე.წ. სოციალური პლატფორმის – “აფხაზეთის მომავალი” დამფუძნებელ ყრილობაზე იმღერა.

“მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტს მოწვევისთვის, რომ ვარ ასეთ წარმოუდგენელ ადგილას, სიყვარულითა და სილამაზით და, რაც მთავარია, ტრადიციებით აღსავსე ადგილას. პირველად ვარ ასეთ ლამაზ ღონისძიებაზე და პირველად ვხედავ ასეთ ბედნიერ, მხიარულ ხალხს, ვინც აქ არის “, – თქვა ნიკოლაი ბასკოვმა.

ე.წ. ღონისძიებაზე მყოფმა, დე ფაქტო პრეზიენტმა, ასლან ბჟანიამ ბასკოვი​ ახძ-აფშას III ხარისხის ორდენით დააჯილდოვა.

რეფორმის პროგრამა – ”აფხაზეთის მომავალი” შემუშავებულია ”აფხაზეთის სიამაყის” კონკურსის ფინალისტების მიერ რუსეთის ფინანსთა სამინისტროს სამეცნიერო- კვლევითი ინსტიტუტის მხარდაჭერით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები