ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების მკვეთრი მატებაა – 100-ზე მეტი ახალი შემთხვევაა
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 103 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გასულ დღეს ტესტი 341 ადამიანს ჩაუტარდა.
კორონავირუსითან ბრძოლის ოპერატიული შტაბის მონაცემით, ვირუსს კიდევ ორი პაციენტი ემსხვერპლა.
პანდემიის დაწყებიდან ოკუპირებულ რეგიონში ინფიცირების 15 952 შემთხვევაა დადასტურებული, დაავადებას 241 ადამიანი შეეწირა.
ამჟამად, გუდაუთის საავადმყოფოში 42 პაციენტი მკურნალობს, მათგან 14-ის მდგომარეობა მძიმეა.
სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 35 პაციენტია, მათგან 10 მძიმე მდგომარეობაში; ოჩამჩირეში – 21; გაგრაში – 17; ტყვარჩელში – 9.