თურქეთი ქალაქ შუშაში საკონსულოს გახსნის
თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეპ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ქალაქ შუშაში თურქეთი გენერალური საკონსულოს გახსნას გეგმავს.
როგორც მან შუშაში სტუმრობის დროს პრესკონფერენციაზე თქვა, ძალიან მალე შუშაში გენერალური საკონსულოს გახსნა იგეგმება.
ერდოღანი დღეს ვიზიტით ბაქოში ჩავიდა, სადაც კოლეგა ილჰამ ალიევთან დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.
ილჰამ ალიევმა და თაიპ ერდოღანმა მოკავშირეო დეკლარაციას მოაწერეს ხელი.
როგორც ალიევმა დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ პრესკონფერენციაე თქვა, “მნიშვნელოვანი დღეა ჩვენს ისტორიაში, ჩვენს ცხოვრებაში. ისტორიული დღე. ჩემს ძმა რეჯეფ თაიფ ერდოღანს ვმასპინძლობ”.
”პირველად ვართ ერთად ყარაბაღის მიწაზე, შუშაში. ამ ვიზიტს ისტორიული მნიშვნელობა აქვს, რადგან დღეს ხელმოწერილ დეკლარაციას, სამოკავშირეო დეკლარაციას, ჩვენი ურთიერთობები უმაღლეს დონეზე აჰყავს. დეკლარაციის სახელწოდებაა “შუშას დეკლარაცია სამოკავშირეო ურთიერთობების შესახებ”. დეკლარაციაში ყარსის ისტორიულ ხელშეკრულებას ეხება. ხელმოწერილი ერთობლივი დეკლარაცია განსაზღვრავს ჩვენი სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებებს. არაერთხელ მითქვამს, რომ თურქეთი და აზერბაიჯანი გლობალური მასშტაბით ყველაზე ახლო სახელმწიფოებია. გვაქვს შესაძლებლობა, ეს თანამშრომლობა განვავითაროთ“, – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა.