დავით სერგეენკო: პოსტკოვიდური დაავადება აზიანებს ისედაც, იქამდე არსებულ სუსტ წერტილებს, ამაზე ზრუნვაც უნდა გახდეს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ჯანდაცვის მომავალი ბიუჯეტისთვის
“პოსტკოვიდური დაავადება აზიანებს ისედაც, იქამდე არსებულ სუსტ წერტილებს. ამაზე ზრუნვაც უნდა გახდეს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ჯანდაცვის მომავალი ბიუჯეტისთვის”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, დავით სერგეენკომ განაცხადა.
მისი თქმით, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობაც ასევე პრიორიტეტი უნდა იყოს.
„იმ ძირითად სტრატეგიას, თუ როგორ უნდა ებრძოლო არაგადამდებ დაავადებებს, დაემატა ერთი და ჯერ კიდევ ბოლომდე შეუცნობელი ფენომენი, რომელიც არის პოსტკოვიდი. პოსტკოვიდური დაავადება აზიანებს ისედაც, იქამდე არსებულ სუსტ წერტილებს. ამაზე ზრუნვაც უნდა გახდეს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ჯანდაცვის მომავალი ბიუჯეტისთვის, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობასთან ერთად“, – აღნიშნა დავით სერგეენკომ.
პარლამენტში, ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ არაგადამდებ დაავადებებთან გამკლავებასთან დაკავშირებით სტრატეგია წარადგინა.