ევროკავშირში კორონავირუსის საწინააღმდეგო 300 მილიონი აცრაა გაკეთებული

ევროპული კომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირის სივრცეში კორონავირუსის საწინააღმდეგო 300 მილიონი აცრაა გაკეთებული.

“ევროკავშირში ჩვენ 300 მილიონი ვაქცინა გავაკეთეთ. ყოველდღე ვუახლოვდებით ჩვენს მიზანს: მივიღოთ საკმარისი დოზები, რომ შემდეგ თვეში 70% მოზარდის ვაქცინაცია იყოს შესაძლებელი”, – დაწერა მან Twitter- ში.

ამასთან, ურსულა ფონ დერ ლაიენს არ დაუკონკრეტებია, ამ ვაქცინაციიდან რამდენმა ადამიანმა მიიღო პრეპარატის პირველი დოზა და რამდენია აცრილი სრულად.

10 ივნისს ევროკომისიის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ევროკავშირში 500 მილიონი ადამიანიდან დაახლოებით 100 მილიონი სრულად არის აცრილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები