გერმანიაში სტუდენტები პანდემიის დროს, დახმარების სახით, თვეში 450 ევროს იღებდნენ
გერმანიაში ბოლო 12 თვის განმავლობაში სტუდენტებმა, დაახლოებით, 166 მილიონი ევროს ოდენობის გადაუდებელი დახმარება მიიღეს.
გერმანიის სტუდენტური კავშირის (DSW) ინფორმაციით, მოწყვლადი კატეგორიის სტუდენტები, საშუალოდ, თვეში 450 ევროს ღებულობდნენ.
ჯამურად, 2020 წლის 16 ივნისიდან ქვეყანაში 548 ათასი განაცხადი გადამუშავდა, ფინანსური დახმარება 370 ათას შემთხვევაში გაიცა.
ამასთან, ვინაიდან განაცხადის ხელახალი გაკეთება ყოველთვიურად იყო საჭირო, კავშირში ამბობენ, რომ ძნელია, შეფასდეს იმ სტუდენტების რაოდენობა, ვინც ისარგებლა ამ შესაძლებლობით.
ფინანსური დახმარება გაიცემა იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც სწავლის პერიოდში ფინანსურ სირთულეებს განიცდიან, მაგალითად, ნახევარ განაკვეთზე დასაქმების დროს სამსახურის დაკარგვის შემთხვევაში.