აშშ-ში პირველმა შტატმა გააუქმა საკარანტინო შეზღუდვები – ვაქცინირებულია მოსახლეობის 80%

 

აშშ-ის ვერმონტის შტატში, სადაც კორონავირუსისგან მოსახლეობის 80% -ზე მეტია აცრილი, ყველა საკარანტინო შეზღუდვა მოხსნეს.

Associated Press-ი წერს, რომ ვერმონტი ამ შედეგით პირველი შტატი გახდა.

ვერმონტის შტატში 13 ივნისს 1 151 ადამიანი აიცრა და შედეგმა 80,2% -ს მიაღწია 12 წელს ზემოთ პირებისთვის, რომლებსაც, სულ მცირე, ვაქცინის ერთი დოზა აქვთ გაკეთებული.

მიზანი მიღწეულია 15 თვის შემდეგ, რაც შტატის გუბერნატორმა საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გამოაცხადა.

14 ივნისს შტატში კორონავირუსით ინფიცირების მხოლოდ ერთი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო ბოლო ერთი თვის განმავლობაში შტატში დაავადებას ერთი პაციენტი ემსხვერპლა.

”ჩვენმა შტატმა მსოფლიოს აჩვენა, რომ ყველაფერია შესაძლებელი, როდესაც გყავს სწორი დამოკიდებულების მქონე ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც მონაცემებს აკვირდებიან და სამედიცინო მეცნიერებას ენდობიან,” – თქვა გუბერნატორმა, ფილ სკოტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები