დიდ ბრიტანეთში ქორწილში წყვილებს სტუმრების ულიმიტოდ მიწვევა შეუძლიათ, თუმცა, ცეკვა ეკრძალებათ
ათასობით წყვილს, რომლებიც 21 ივნისის შემდეგ 4 კვირის განმავლობაში უნდა დაქორწინდნენ, წვეულების გამართვა შეუძლიათ, თუმცა, პანდემიის გამო, კვლავ რჩება კონკრეტული შეზღუდვები.
Mirror-ის ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ე.წ. ლოქდაუნის დასრულება 19 ივლისამდე გადავადდა, მაგრამ გარკვეული რეგულაციები შემსუბუქდა. მათ შორის, საქორწინო წვეულებების გამართვაზეც.
წყვილებს უფლება აქვთ, ქორწილის ცერემონია ღია სივრცეში გამართონ და მოიწვიონ სასურველი რაოდენობის სტუმრები. ასევე, აუცილებელია, ყველას ეკეთოს პირბადე, წინააღმდეგ შემთხვევაში, 200 ფუნტით დაჯარიმდებიან.
კიდევ ერთი შეზღუდვა, რომელმაც საზოგადოებაში საკმაო დაბნეულობა გამოიწვია, ცეკვის აკრძალვაა. კოვიდ 19-ის გავრცელებუს პრევენციისთვის ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქორწილებში ცეკვა და სიმღერა არ შეიძლება. ამავდროულად, ბედნიერ ახალდაქორწინებულებს უფლება აქვთ, “პირველი ცეკვა” შეასრულონ.