სომალიში ტერაქტს, სულ მცირე, 20 ადამიანი ემსხვერპლა

სომალის დედაქალაქ მოგადიშეში სამხედრო საწვრთნელ ბაზასთან ტერაქტი მოხდა, რომლის შედეგად, სულ მცირე, 20 ადამიანი დაიღუპა.

ამის შესახებ Goobjoog News-ი წერს.

აღინიშნება, რომ საწვრთნელ ბაზასთან თავი თვითმკვლელმა-ტერორისტმა აიფეთქა.

მედია წერს, რომ აფეთქების მომენტისთვის ის სომალის არმიაში წვევამდელების რიგში იდგა, დაღუპულთა უმეტესობა ადგილობრივებს შეადგენს.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები